რაჭის სოფელ სადმელის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელმა პორფირე კერესელიძემ წერილი მისწერა ამავე საზოგადოების თავჯდომარის ამხანაგ ილია ჭავჭავაძეს, რომ მიიღო გამოგზავნილი წიგნები და სასკოლო ნივთები და ყველაფერი დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

წყარო: მიწერ-მოწერა სასოფლო სკოლების მზრუნველებთან და მასწავლებლებთან სკოლებისათვის დახმარების გაწევის შესახებ | 1879-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი