საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20790

ფაქტი 20790

1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობისადმი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების შესახებ მიწერილ წერილს თან ერთვოდა მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის კერძო აზრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების ცალკე ბლანკებისა და დავთრების წარმოებას, რადგან ეს შრომას მოუმატებდა მასწავლებლებს. მისი თქმით, გაცდენილი გაკვეთილების აღნიშვნა შეიძლებოდა თვით საკლასო ჟურნალებში, ხოლო მასწავლებლებისა – სკოლის გამგის, ან თვით მასწავლებლის მიერ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20790; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .