საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20798

ფაქტი 20798

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ იოსებ მერკვილაძემ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მისი სახელმძღვანელოების ბეჭდვა ციხის სტამბაში, რისი არც ზნეობრივი უფლება ჰქონდა, არც იურიდიული. საზოგადოების გადაწყვეტილებით, თუ მას ამ საქმესთან დაკავშირებით რამე თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, გამგეობისთვის უნდა წარედგინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20798; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .