სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ვასილ ჯანაშვილი, სიმონ ჯანაშვილი, ისაკო ჯანაშვილი, ათანესე ჯანაშვილი, ნიკოლაი ჯანაშვილი, ნიკო ფაჩხატაშვილი, მიხაილ ფაჩხატაშვილი, იორდან ფაჩხატაშვილი, ისლამ ფაჩხატაშვილი, ვასილ ბეროშვილი, ალექსანდრე ბეროშვილი, თევდორე ბეროშვილი, თევდორე თაფლოშვილი, აბრამ ბულუგაშვილი, იობ ბულუგაშვილი, ისაკო ბულუგაშვილი, შიო ბულუგაშვილი, მიხაკო ბულუგაშვილი, მიხეილ ბულუგაშვილი, ალექსანდრე ბულუგაშვილი. ზემოდასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს იორდანე ტარტარაშვილი, დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი