საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20812

ფაქტი 20812

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულის აოხრებაში არამარტო გამგეობა, არამედ სარევიზიო კომისიაც დამნაშავე იყო, რადგან მას დროულად უნდა შეემოწმებინა მამული, რათა გაეგო, რომ იგი გამგეობის უყურადღებობით ოხრდებოდა. ამასთანავე, ირაკლი რამიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ბრალიც იყო მამულის მძიმე მდგომარეობა, რადგან წევრები მხოლოდ არჩევნების დროს იკრიბებოდნენ საქმეს კი მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა როგორც გამგეობისაგან, ასევე სარევიზიო კომისიისა და საზოგადოების წევრებისაგანაც. ამიტომ, ყველას დიდი ყურადღება უნდა გამოეჩინა საქმის მიმართ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20812; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .