1908 წლის 31 აგვისტოს კრების მონაწილეებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ იმაზე, თუ სად უნდა დადგმულიყო ილია ჭავჭავაძის ძეგლი: ილია ზურაბიშვილს მიაჩნდა, რომ მისი ადგილი ერევნის მოედანზე იყო, საფლავისთვის კი მცირე ქვაც იკმარებდა, რადგან მთაწმინდაზე სიარულს ბევრი მაინც ვერ მოახერხებდა; პარმენ გოთუამაც ამ წინადადებას დაუჭირა მხარი, მეტიც – ერევნის მოედნისთვის შესაფერისად ჩათვალა ილიას სახელის მიკუთვნება; ესტატე ციციშვილმა ნაადრევად მიიჩნია ილიასთვის ძეგლის დადგმა: ჭავჭავაძეს ჯეროვნად არ იცნობენ, ხალხს განათლება უნდა მივცეთ, რომ დააფასოს და მერე თავად დაუდგას ძეგლი ილიასო, – განაცხადა; ჯერ ხალხი უნდა მომზადდეს ამისთვის და ძეგლი მერე დაიდგასო, – დაეთანხმნენ ილია ნაკაშიძე და სიმონ რცხილაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი