საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20898

ფაქტი 20898

საგურამოს მამული, რომელიც 1915 წლის ბოლომდე აგრონომ ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, 1916 წლის 1-ლი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამეურნეო საზოგადოების გამგეობას 12-წლიანი იჯარით გადასცა. სამეურნეო საზოგადოებას ევალებოდა მამულის მოვლა და ყველა საჭირო გადასახადს თავად ფარავდა. ფული, წმინდა შემოსავლის სახით 75%, სამეურნეო საზოგადოების საჭიროების ფონდს ხმარდებოდა, ხოლო 25% ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20898; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .