საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20919

ფაქტი 20919

1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სარგის კაკაბაძემ გარკვეული თანხა სთხოვა თავისი წიგნის ჰონორარიდან. წიგნის ნახევარი უკვე აწყობილი და ფორმა 4 დაბეჭდილი იყო. გამგეობამ დაადგინა, კაკაბაძისთვის ავანსად მიეცა 10 000 მანეთი, რომელსაც წიგნების გაყიდვის შემდეგ საბოლოო ანგარიშში გაითვალისწინებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20919; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .