საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20939

ფაქტი 20939

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 20 ოქტომბერს გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადზანაურო სკოლების სამზრუნველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიტყვიერი თხოვნა დამზღვევ საზოგადოებისგან მიღებული ფულის მოხმარების შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პასუხის გასაცემად დავით კარიჭაშვილს დაავალა სკოლების ვითარების შესწავლა და შემდეგ მოხსენების გაკეთება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20939; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .