1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელმა კომისიამ ზერელედ დაათვალიერა ილიასეული სახლ-კარი, რასაც აფიქრებინებს სინამდვილეს მოკლებული ცნობები, რომ მამულში სახნავი მიწა რეალურად 62 დესეტინა, კომისიის თქმით კი – 123 დესეტინა იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი