საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21206

ფაქტი 21206

1884 წლის 27 ივლისს საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ თონეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სკოლას უგზავნიდა შემდეგ სასწავლო წიგნებსა და ნივთებს: „კუნწულას“, „ხომლს“, 3 ცალ „დარიგებას“, 3 დავთარს, 36 ფანქარს, მუყაოს სურათებს და ცარცს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .