საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21272

ფაქტი 21272

1914 წლის 9 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების თხოვნა სკოლის შესანახად 2000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21272; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .