1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუგეულის (რაჭა) სკოლის პედაგოგი მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასაწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 18 მოსწავლიდან ორს მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი