1882 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ტაბატაძე მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვა. სკოლის 72 მოსწავლიდან უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი