1918 წლის 25 ივლისს განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე და სამინისტროს კანცელარიის გამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაესწრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.

წყარო: განათლების სამინისტროს მიერ მოწვეულ გიმნაზიის დირექტორთა საგანგებო თათბირის სხდომის ოქმები საქართველოს პროვინციებში არსებული საშუალო სასწავლებლების გაეროვნების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი