საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2168

ფაქტი 2168

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სწრაფი სამუშაოები მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ფიზიკური, ზოოლოგიური, ბოტანიკური, გეოგრაფიული და სხვა სახეობის ლაბორატორიების მოსაწყობად. მათი ნაწილი დასრულებული იყო და უნივერსიტეტთან ერთად გაიხსნებოდა. ასევე იხსნებოდა უნივერსიტეტის უმდიდრესი წიგნსაცავი, რომელსაც აკადემიური სამკითხველოს სახით „26 კომუნარების“ სახელობის კარგად მოწყობილი ვეებერთელა დარბაზი ჰქონდა. უნივერსიტეტში იყო დასასვენებელი სამკითხველო-დარბაზიც დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საზღვარგარეთული ლიტერატურით, ლამაზად მორთული კლუბი, თეატრი და სხვ.

წელი:
1923
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
კომუნისტი, 1923 | 7 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2168; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .