1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა დამფუძნებელი კრებისათვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს სწავლება მშობლიურ ენაზე –  დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა საშუალო სკოლის ოთხ კლასში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მხოლოდ მოსამზადებელ და პირველ კლასებში განხორციელდა.

წყარო: მოხსენებები და მიმოწერა სკოლების გაეროვნულების, საშუალო სკოლების მასწავლებელთა კურსების მოწყობის, სახელმძღვანელო და საბავშვო ლიტერატურის გამოცემის უზრუნველყოფის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი