საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21828

ფაქტი 21828

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ შივოშვილის თხოვნა მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე. პრეზიდიუმი 10 000 მანეთს დაჰპირდა და შივოშვილი ამ გადაწყვეტილების დადასტურებას ითხოვდა გამგეობისგან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა შივოშვილისთვის 10 000 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21828; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .