საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21880

ფაქტი 21880

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი საქველმოქმედო საზოგადოების სკოლის ქართული ენის მასწავლებლისათვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: სკოლის პედაგოგ ევგენია ეგაძესთვის 1-ლი ნოემბრიდან 15 მანეთი დაენიშნათ და მოეთხოვათ გაკვეთილების განაწილების ცხრილი, რათა საზოგადოების წევრებს გაკვეთილებზე დასწრება შეძლებოდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21880; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .