საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22187

ფაქტი 22187

წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების 1926 წლის 12 იანვრის სხდომაზე განიხილეს ოსეთის განყოფილების კომისარიატის თხოვნა, ქართული სკოლებისათვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისარიატის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემები გადაეცა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22187; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .