საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22193

ფაქტი 22193

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება „სურამის ციხის“ გამოცემის შესახებ. პრეზიდიუმის აზრით, უნდა დაბეჭდილიყო 2000 ცალი. გამოცემა სავარაუდოდ 450 მანეთი დაჯდებოდა. საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, „სურამის ციხე“ გამოეცათ. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22193; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .