საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22262

ფაქტი 22262

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ს. თოფურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნოსირის სკოლაში იმჟამად საჭირო იყო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად შემდეგი სახელმძღვანელოები: იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ – 10 ც., „დედა ენა“ – 18 ც., გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 18 ც., რუსულიდან გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ – 11 ც., დიდებულიძის ნათარგმანი „ლოცვები განმარტებებით“ – 17 ც., ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“– 14 ც., რუსული წერის დედანი სახატავი ნიმუშებით – 12 ეგზემპლარი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22262; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .