1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პავლე ლუკას ძე ამაშუკელი, ბარბარე ანდრონიკაშვილი, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილი, ლევან (ლელო) აბელის ძე ანდრონიკაშვილი და ივანე სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო გადასახადის აღრიცხვის დავთრები და წევრთა სიები | 1916-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი