საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22304

ფაქტი 22304

1925 წელს წიგნების გამომცემელმა და გამავრცელებელმა ქართველთა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას მისწერა, რომ თანახმა იყო წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის გადაეცა. ეს საქმე დაავალეს წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გამგეობის მდივანს, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22304; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .