საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22337

ფაქტი 22337

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის რწმუნებულის, ლავრენტი სანაძის განცხადება. სანაძეს გიორგი ყაზბეგის ნივთები უნდა ჩაებარებინა. ნივთები, რომელთა გადმოტანა ნახევარი მილიონი მანეთი დაჯდებოდა, ყაზბეგის ერთ-ერთი ნათესავისთვის უნდა ჩაებარებინათ. ამ საქმის მოსაგვარებლად გამგეობამ 100 000 მანეთი გამოყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22337; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .