1881 წლის 23 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის სოფელ დეხვირის სკოლის მასწავლებელმა ლუკა სვიმონის ძე გაბადაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 4 დეკემბერს.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი