საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22516

ფაქტი 22516

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოხსენება ტყვარჩელის ქვანახშირის მადნების შესახებ. თავმჯდომარის თქმით, ტყვარჩელის შავი ქვის მადნები ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას უანდერძა განსვენებულმა გ. ივ. ზდანოვიჩმა. რუსეთიდან ჩამოსულ მის წარმომადგენელ ინჟინერ ან. პრ. ივანოვს მოლაპარაკება ჰქონია იტალიის მისიის წარმომადგენელთან. მისიას მადნების კონცესიით აღება სურდა. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ივანოვი უნდა დანიშნულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ვექილად. გამგეობა დათანხმდა ამ წინადადებას. საზოგადოება თმობდა თავის წილს და თანხაზე ივანოვი უნდა მორიგებულიყო კონცესიონერებთან, ფულის მიღების პროცედურას კი საზოგადოების მთავარი გამგეობის წარმომადგენელი დაესწრებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22516; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .