1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ამცნო, რომ აღარ კისრულობდა საგურამოს მამულის მოიჯარეობას, რადგან თავისი მამულებიც მიწათმოქმედების სამინისტროსთვის ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ ამ საკითხის შესწავლა პრეზიდიუმს დაავალა. ასევე გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში საქმის უშუალოდ გასაცნობად წარმომადგენელი გაეგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი