საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22681

ფაქტი 22681

1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის განცხადება ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. უნივერსიტეტის გამგეობა დაეთანხმა წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებას ყველა პირობის დაცვით, რომელიც მომართვაში იყო ნაჩვენები. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .