საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22911

ფაქტი 22911

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის განყოფილების გამგეობა სთხოვს ადგილობრივი სკოლისთვის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებს, დედა ენის პირველ და მეორე ნაწილებს 100 – 100 ცალს, ბუნების კარს – 80-ს, ქართველი მწერლების პირველ ნაწილს – 80 ცალს, მეორეს – 40- ს, русское слово-ს პირველ ნაწილს – 100 ცალს, მეორეს – 80-ს, რვეულებს – 2000 ცალს, ახლად გამოცემულ საბავშვო წიგნებსა და 10 გირვ. ცარცს. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნა სკოლისთვის საჭირო წიგნები შესაბამისი ოდენობით და 1000 ცალი რვეული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22911; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .