1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვ. ბურჯანაძის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გადამწერი თ. ჯარიაშვილისთვის თანხის მიცემას. სამი თვის განმავლობაში ჯარიაშვილი თავისი სამსახურით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა ასრულებდა ხაზინადრის მოვალეობას. მომხსენებლის აზრით, ჯარიაშვილს უნდა მიეღო ხაზინადრისთვის გადადებული ჯამაგირი. გამგეობამ დაადგინა, ზაფხულის თვეებში გაწეული ზედმეტი შრომისთვის მიეცა თამარ ჯარიაშვილისთვის 150000 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი