საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23280

ფაქტი 23280

1910 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (მდივანი - ი. ბაქრაძე) აცნობებს თბილისს, რომ ფილიალის გამგეობამ მთავარი გამგეობის წესდების გათვალისწინებით შეიმუშავა სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნისა და საქმიანობის წესდების პროექტი, რომელიც განსახილველად წარუდგინა ქუთაისის გუბერნიის განყოფილებების გამგეობების წარმომადგენელთა კრებას. ამ უკანასკნელის დადგენილების საფუძველზე კი პროექტი საზოგადოების ორგანოში გამოსაქვეყნებლად ეგზავნება მთავარ გამგეობას, რათა მან საყოველთაო განხილვის შემდგომ საკუთარი შეხედულებისამებრ საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი დაბეჭდოს, როგორც ფილიალების სახელმძღვანელო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23280; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .