1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის თანხის შეგროვება-განაწილება საზოგადოებას ბევრ დროს ართმევდა, ამიტომ ეს საქმე უნდა გადაებარებინათ თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო ღარიბ მოწაფეთა დამხმარე კომისიისთვის. ვისაც სტიპენდიის ხაზინისთვის ფულის შეწირვა მოუნდებოდა, ამ კომისიას მიმართავდა და საზოგადოება ზედმეტი შრომისგან განთავისუფლდებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი