საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23474

ფაქტი 23474

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ძმები ზუბალაშვილებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ. ღოღობერიძის სტიპენდია სარგის კაკაბაძეს დაენიშნა, მაგრამ მას არ უსარგებლია სტიპენდიით, ამიტომ სტიპენდია თავისუფლად ითვლებოდა. მოხსენების საფუძველზე გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინათ თავისუფალი სტიპენდიების არსებობის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23474; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .