1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა საზოგადოების განყოფილებებისთვის დაერიგებინა წესები წიგნებით ვაჭრობის შესახებ, ამიტომ მათ ევალებოდათ კერძო პირების საშუალებით გაევრცელებინათ წიგნები, რომლებიც გადაეცემოდათ მთავარი გამგეობისგან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი