საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23495

ფაქტი 23495

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს კიევის კომერციულ ინსტიტუტში არსებული ქართული კულტურული წრის გამგეობის თხოვნა, რომ უფასოდ გაეგზავნათ მათთვის წიგნები. გამგეობამ მათ 5 მანეთის წიგნები გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23495; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .