1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ალექსანდრე ხახანაშვილის „სიტყვიერების ისტორიის“ გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი