1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობა სამ სექციად გაიყო: საადმინისტრაციო, სამუზეუმო და სასკოლო. საადმინისტრაციო სექციას შეადგენდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე. სამუზეუმოს – დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და შიო დედაბრიშვილი. სასკოლოს – ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და არჩილ ჯაჯანაშვილი. გამგეობის სექციებად დაყოფამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყვიტეს, გამგეობის წევრთა შორის სხვანაირად გადაენაწილებინათ საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი