საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23623

ფაქტი 23623

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ წიგნებისთვის გერგეთის სკოლას წელიწადში ეკუთვნის 50 მანეთი, აქედან დახარჯული აქვთ 12.50 მანეთი და ამჟამად გამგეობისგან ეკუთვნის 37.50 მანეთის წიგნები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23623; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .