საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23637

ფაქტი 23637

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გასული წლის პირველ დეკემბერს გამგეობას თხოვნით მიმართა გომის ბიბლიოთეკის სამზრუნველომ, რომ გაეწიათ შუამდგომლობა გუბერნატორთან ახალი გამგის დამტკიცების თაობაზე და ასევე ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ მათი თხოვნა შუამდგომლობის შესახებ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც გუბერნატორმა გამგედ პარმენ დომენტის ძე მაჭარაშვილი დაამტკიცა, ხოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გაგზავნა ახალი გამგის დამტკიცების შემდეგ გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23637; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .