საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23641

ფაქტი 23641

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სოფელ შრომაში სკოლის გახსნის შესახებ, რასაც თან ერთვის ცნობა, რომ დირექციამ თანხმობა განაცხადა სკოლის გახსნის თაობაზე და ასევე მათივე გადმოცემით სკოლის შენობა მზად ყოფილა, მხოლოდ თანხა იყო საჭირო პედაგოგთა ხელფასისათვის და სკოლის ინვენტარისთვის. გამგეობამ სკოლების რევიზიის კომისიას დაავალა წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება შრომაში სკოლის გახსნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23641; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .