საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23756

ფაქტი 23756

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: კონსტანტინე და პეტრე თოფურიძეები, ივანე ძიძიკაშვილი, ბიძინა სიდამონ-ერისთავი – იტალია, ზაქარია გელაშვილი – ინგლისი,  ვასილ გაბელაშვილი – ბელგია, კონსტანტინე აპჩინსკი,  ბორის ანთელავა, შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე – საფრანგეთი, მამულაიშვილი,  ყაუხჩიშვილი – გერმანია, შალვა ვადაჩკორია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23756; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .