1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულის ახალი დამთვალიერებელი კომისიის იმედი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ძველმა კომისიამ ნორმალურად ვერ გაარკვია საგურამოს მამულის მდგომარეობა და მისი აზრით, ახალიც იმედს გაუცრუებდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი