1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ფილიპე მგელაძემ საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მზრუნველი არისტოფანე რამინაშვილისთვის მიეღო მნიშვნელოვანი ზომები სკოლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და თუ ეს არ მოხდებოდა დაითხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ამ პერიოდში სკოლაზე თვალ-ყურის დევნება დაევალა გრიგოლ ბურჭულაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი