საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23822

ფაქტი 23822

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, რომ სურვილი აქვს სკოლის ეზოში გააშენოს ბაღი, რისთვისაც გამგეობას სთხოვს ფულით დახმარებას, რომლითაც შეიძენს საჭირო ხელსაწყოებსა და ნამყენებს, ასევე სკოლისთვის სჭირდებათ რამდენიმე მერხი. გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მასწავლებლისთვის გამოეგზავნა მერხების ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ბაღის გაკეთებისთვის დახმარება მოეთხოვათ თავად სოფლისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23822; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .