საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2383

ფაქტი 2383

1918 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველის მოხსენება აფხაზეთში მიმავალი კომისიის ხარჯებისა და მოხელეთა შესახებ. დაადგინეს, რომ გასაგზავნი კომისიის წევრებისთვის მიღებული ყოფილიყო დღიური ხარჯი სამიდან ხუთ თუმნამდე და ბილეთის ფასი მესამე კლასიდან პირველამდე, რაც უნდა ეცნობებინათ სამინისტროებისთვის. ხელი მოაწერეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქმეთა მმართველმა და მდივანმა გრ. რობაქიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2383; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .