საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23845

ფაქტი 23845

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა, რომ სასწრაფოდ ეცნობებინათ მათთვის დაეთმობოდათ თუ არა „საზოგადოების“ გამოცემანი საკომისიოდ. გამგეობამ დაადგინა, რომ თანხმობა ეცნობებინათ ხონის განყოფილებისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23845; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .