საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23879

ფაქტი 23879

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის განყოფილების გამგეობის წევრ ნიკოლოზ ლომოურის განცხადება, რომ გორის ქალთა სახელოსნო სკოლისთვის სადაც 400 ქალი სწავლობდა წიგნების გაგზავნა მეტად საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან ეს სკოლა დიდ როლს თამაშობდა მოსწავლეების განვითარებასა და განათლების მიღებაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23879; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .