საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23960

ფაქტი 23960

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იასონ ციციშვილმა, რომ მისთვის გადაეცათ ფიქრის გორაზე მდებარე 50 საჟენი მიწა. მასზე ააშენებდა ერთსართულიან სახლს, რომელიც სიკვდილის შემდეგ საზოგადოებას დარჩებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს თხოვნა ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენებითურთ გაეგზავნათ მუზეუმის ამშენებელი კომიტეტისთვის, რათა მას თავისი მოსაზრება წარმოედგინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23960; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .