საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24218

ფაქტი 24218

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბათუმის ქართული სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა ალექსანდრე მგელაძემ სთხოვა, მისი შვილის, დავითისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ საკითხზე გამგეობასთან მას ბათუმის განყოფილების გამგეობამ უშუამდგომლა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24218; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .